თბილისის საქალაქო სასამართლოში ანტონ ჩეჩინის სასამართლო პროცესი იმართება, ბრალდების მხარეს, შმაგი გობეჯიშვილი წარმოადგენს, რომელიც გიორგი ახობაძის საქმის პროკურორია.
“რადიო თავისუფლების” მიხედვით, გობეჯიშვილს სასამართლო დარბაზში შემოსვლას ერთ-ერთმა დამსწრემ ჰკითხა:
– შმაგი, როგორ ხართ?
– გიორგი ახობაძის პროკურორი: მიცნობთ?
– სხდომაზე დამსწრე პროკურორს: მთელი საქართველო გიცნობთ, ბატონო შმაგი… დაგტოვეს პირში წყალგამოვლებული?
გიორგი ახობაძე სასამართლომ გაამართლა და დარბაზიდან გაათავისუფლა.
