“ბატონო ოპოზიციავ, ჩვენ ვრჩებით უსახლკარო და თქვენ საუბარი გაქვთ ადგილობრივ არჩევნებზე?” – ნადიმ ხმალაძე

ფონდები დააყადაღეს, დავრჩით პირისპირ რეკეტიორებთან. დარჩათ ქონების წართმევა. ჩემს სასამართლო დადგენილების გადახდის ვადა ამოიწურა. ახლა აღსრულების ბიურო დამიყადაღებს სახლკარს და ბოლოს აუქციონზე გაყიდიან რადგან ყველა ჯარიმა თუ აამოქმედეს ჩემი ბინა არც ეყოფა. ახლა 5.000–იც გადასახდელია უკვე. ვკითხულობ ბატონო ოპოზიციავ, ყველას არ ეხება ეს, რას ვაკეთებთ, ჩვენ ვრჩებით უსახლკარო და თქვენ საუბარი გაქვთ ადგილობრივ არჩევნებზე? ჩვენ ვკარგავთ ბოლოს რაც გაგვაჩნია და თქვენ შეხვალთ და დაჯდებით ქოცების გადმოგდებულ რამდენიმე სკამზე, იცოდეთ სავარძელს არ დაგითმობენ, რადგან იმაზე მეტს დაიწერენ რაც 26 ოქტომბერს დაიწერეს და ძვალს გადმოგიგდებენ მხოლოდ. ვერ გავიგე ჩვენ ვიბრძოლოთ, ქუჩაში ვიდგეთ და თქვენ შეხვედრებს ვუყუროთ, როგორ მიიღოთ მონაწილეობა წინასწარ წაგებულ არჩევნებში?

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე