„ბატონო ბიძინა, ეს ხომ ჩემი საკუთრება იყო, რაც კაპიკებში წამართვით?! თუ ვერ აკეთებდით გზას რატომ დამინგრიეთ საწარმო?“ – ნადიმ ხმალაძე ბიძინა ივანიშვილს

„ბატონო ბიძინა, ეს ხომ ჩემი საკუთრება იყო, რაც კაპიკებში წამართვით?! თუ ვერ აკეთებდით გზას რატომ დამინგრიეთ საწარმო?“ – ნადიმ ხმალაძე ბიძინა ივანიშვილს
ნადიმ ხმალაძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს:
„მოგესალმებით, ბატონო ბიძინა. თქვენ სასამართლო წააგეთ, შვეიცარიაში. თქვენი ფულისთვის იბრძვით. ეს სასამართლო წააგეთ, თან იქ, სადაც სასამართლო დამოუკიდებელია და ნამდვილად სამართალიანი. რამდენი წააგეთ არ ვიცი, მაგრამ თქვენს მილიარდებს არც კი დაეტყობა. აი, როცა პრემიერი იყავით 2013 წელში, თქვენი განკარგულების საფუძველზე აუდიტორული კომპანია შემოვიდა და ჩემი საწარმოო ტერიტორია აღწერა. რა დროსაც ნაწილი აღურიცხავი და შეუფასებელი დარჩა , უბრალოდ გამორჩა რამდენიმე შენობის აღწერა და შეფასება. არ ვამბობ რომ შეგნებულად გამორჩა, სასამართლოზე ამ მოწმემ აღიარა რომ გამორჩა. თქვენი დანაბარები გადმოგვცეს, რომ სახელმწიფო გადაიხდიდა, რეალურ, შესაბამის თანხას, რადგან იგივე მიწა, იგივე შენობა ნაგებობები სხვა ადგილას გვეყიდა და აგვეშენებინა.
2013 წელში შეფასებული უძრავი ქონება – 2016 წლამდე გააჭიანურეთ და 2013 წელში შეფასებული 3 წლის შემდეგაც იგივე დატოვეთ რაც ყოვლად მიუღებელია რადგან 3 წელიწადში შეიცვალა უძრავი ქონების ფასი საგრძნობლად , თან ქონება ლარში შეაფასეთ, როცა იმ დროს უძრავი ქონება დოლარში ფასდებოდა. 2013-ში კურსი – 1.65 იყო. როცა გადახდა მოინდომეთ – 2016 წელი, კურსი – 2.80 იყო.
კარგი, კურსს თავი დავანებოთ. მიწა 25 ლარად შეაფასეთ, რაც 8 დოლარი გამოვიდა. 8 დოლარში თბილისში მიწა, ვინმეს გიყიდიათ?!
ოკ, ესეც დავიკიდოთ. სახელმწიფო ექსპერტიზამ, “სამხარაულის” ექსპერტიზა გადააფასა და ერთიმილიონ შვიდასიათასით ნაკლები გადაგიხადესო და გადახდა დაგავალათ. მაგრამ არ გადაიხადეთ. ასეთი პასუხი მივიღე, წადი და იდავეო .მივმართე, თქვენს სასამართლოს, რაც წლები გაგრძელდა, რადგან იმდენად მართალი ვიყავი, გადაწყვეტილებას ვერ იღებდა. ბოლოს 2021 დეკემბერში, საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ჩემი სარჩელი. დააკმაყოფილა მხოლოდ იმ გამორჩენილი ქონების ეპიზოდში , მიწის დაბალი შეფასება და დანარჩენი ყველაფერი არ გაითვალისწინა , რაც თქვენ სააპელაციოში გაასაჩივრეთ და სააპელაციოს კლანმა, საქალაქოს გადაწყვეტილება გააუქმა და წავაგე. თან ეს შემატყობინეს, როცა სანგრებში ვიყავი ში – ირპენში. შემდეგ უმაღლესში შევიტანე, მაგრამ უმაღლესმა სასამართლომ არ მიიღო წარმოებაში, რადგან ასეთი დავალება ჰქონდა ალბათ, ვინმესგან და ასე დაასრულეთ თქვენს დამოუკიდებელ სასამართლოებში, ჩემი საკუთრების ამბავი. ბატონო ბიძინა თქვენ მილიარდერი ხართ. ეს, ჩემი ქონება, ჩემთვის, თქვენს მილიარდზე ძვირი და უფრო დიდი დანაკარგია, რადგან თქვენ კიდევ ბევრი მილიარდი გაქვთ და ეს ჩემი – 30 წლის ნაშენ – ნაწვალევი ბოლო იყო. რატომ ვწერ, ამ ყველაფერს? რატომ იბრძვით შვეიცარიაში, ძნელია დაკარგოო?! მე მითხარი, რა ვქნა, სად ვიჩივლო კიდევ, როცა უმაღლესმა წარმოებაშიც არ მიიღო, ასპროცენტიანი ჩემ სასარგებლოდ გადასაწყვეტი საქმე?! „თქვენმა ექსპერტიზამაც კი ვერ შეაფასა იმაზე ნაკლებად და აფასება დაადო, სადაც დაწერა, რომ მილიონ შვიდასი ათასით მეტი ღირს ეს ქონება, ვიდრე თქვენ უხდითო და ეს თქვენ უნდა გადაგეხადათ – სახელმწიფოს, თქვენი ხელმძღვანელობით! ბატონო ბიძინა, ძალიან მტკივნეულია როცა გართმევენ, ხომ? შენ ხომ მართალი გგონია თავი შვეიცარიაში, რომ დავობ? აი მე მართალი ვარ, რაც სახელმწიფო სამხარაულის ექსპერტიზამ დადო და მაინც თქვენმა უსამართლო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება და სამხარაულის შეფასებაც კი დაიკიდა. მოდი კიდე გეკითხები: რატომ სთხოვ შვეიცარიას სამართალს, როცა იქ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებდნენ და მიიღეს?!
მე აქ მოგიყევით, რაც გააკეთეთ. ეს, მოკლედ მოგიყევით. ისე, სამჯერ მეტი ღირდა ის ქონება, რაც წამართვით.
ნუ ითხოვ ბიძინა შვეიცარიაში სამართალს! ჯერ აქ გვაპოვნინე სამართალი და იქ მერე მოითხოვე! ps: დაანგრიეთ მომგებიანი მუშა საწარმო, მიაყენეთ ბულდოზერები დაანგრიეთ და 8 წელი გადის გზა მაინც ვერ გაიყვანეთ. თუ ვერ აკეთებდით გზას რატომ დამინგრიეთ საწარმო? ხომ იმუშავებდა დღემდე და ბიუჯეტში გადასახადებს გადაიხდიდა?“

ასევე დაგაინტერესებთ

სოზარ სუბარი – ჩანაგდება ქვეყნები, ადამიანები იღუპებიან, ეკონომიკები ნადგურდება და ამ დროს, საქართველოში ეკონომიკური ზრდა პირველ ხუთ თვეში 9,6 %-ია – მშვიდობის შენარჩუნების მთავარი საყრდენია დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გაძლიერება