ბატონი მილერისა და აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, თურმე ამერიკაში აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობა დასაწუნია, საქართველოში კი – მოსაწონი; გამჭვირვალობა ამერიკაში მოსაწონია, საქართველოში კი – დასაწუნი

ბატონი მილერისა და -ის პრეზიდენტის განცხადებით, თურმე ამერიკაში აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობა დასაწუნია, საქართველოში კი – მოსაწონი; გამჭვირვალობა ამერიკაში მოსაწონია, საქართველოში კი – დასაწუნი
„ბატონი მილერის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა ორმაგი სტანდარტების გაგრძელება და ქართველი ხალხის შეურაცხყოფა.“ – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ამერიკული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) ეხება ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებენ.
„ბატონი მილერისა და აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, თურმე ამერიკაში აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობა დასაწუნია, საქართველოში კი – მოსაწონი; გამჭვირვალობა ამერიკაში მოსაწონია, საქართველოში კი – დასაწუნი… ანუ, გამოდის, რომ საერთაშორისო სტანდარტებისა და რეალობის გათვალისწინებით კი არ უნდა ვიცხოვროთ, არამედ – ისე, როგორც მიგვითითებენ. ეს არის ზუსტად ვასალური დამოკიდებულება. ჩვენ მივიღებთ იმ კანონს, რომელიც არის ქართული და რომელიც იმოქმედებს არა ამერიკაში, არამედ – საქართველოში. და, თუ ვინმეს კითხვები აქვს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ შესთავაზა ყველა დიპლომატს, მათ შორის, ამერიკის ელჩს, რომ მივიდნენ და საჯაროდ დასვან კითხვები ამ კანონთან დაკავშირებით, რასაც პრემიერი უპასუხებს. როგორც ჩანს, ამის ან ერიდებათ, ან – ეშინიათ, რადგან ძნელია ამ ქართულ კანონზე რამე ისეთი კითხვა დასვა, რაზეც პრემიერს პასუხი არ ექნება.“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
Next: მამულს, ენას, სარწმუნოებას ვერ დაამარცხებენ – ჩემთან ერთად, თქვენც ილოცეთ საკუთარ შვილებზე, ხოლო მათი სულების დაღუპვის მსურველებს ხელისუფლება და ერის ჯანსაღი საზოგადოება თავის ადგილს მიუჩენს!

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე: ტრამპის ორივე დაპირების შინაარსი საქართველოს აწყობს, ჩვენ გვაწყობს ომის დამთავრება, სადაც ბუნებრივად ქრება საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ინტერესი და „დიფ სტეიტის“ დამარცხება

2008 წლის 8 აგვისტოს „თიბისი ბანკის“ – ვაკის ოფისიდან გამოვიდა 2 სატვირთო მანქანა, რომელიც სრულად იყო დატვირთული ფულით, ოქროთი და ძვირფასი ქვებით! გადაკვეთეს საქართველოს საზღვარი და აზერბაიჯანის საბაჟოს უფროსის მოადგილის ეზოში დაბინავდნენ. ომის დამთავრებამდე იქ იდგნენ და შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში