ბასილაშვილი დუბაის ტურნირს საკვალიფიკაციო ეტაპის პირველსავე წრეში გამოეთიშა

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთო და მარცხი პირველსავე შეხვედრაში, ანუ კვალიფიკაციის ნახევარფინალში განიცადა.
ჩვენებური ნეიტრალური სახელით მოასპარეზე მსოფლიოს 71-ე ნომერ 27 წლის რომან საფიულინს დაუპირისპირდა და სამ სეტში 6:7, 6:3, 3:6 დამარცხდა.
ნიკოლოზმა 2 ბრეიკი გააკეთა, საკუთარი ჩაწოდება კი ამდენჯერვე დაკარგა. ჩვენებურის ანგარიშზე 11 ეისი და 9 ორმაგი შეცდომა დაფიქსირდა.