ბასა ფოცხიშვილი: მიმაჩნია, რომ კანონი მიღებული არ უნდა ყოფილიყო, რადგან ჩვენი მეგობრები და ახალგაზრდები გვეუბნებოდნენ, არ მიიღოთო

„ყველაფერს ვიზამ ყოველთვის იმისთვის, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი. კანონი არ ვიცი რუსული არის თუ არა, მე მიმაჩნია, რომ კანონი მიღებული არ უნდა ყოფილიყო, რადგან ჩვენი მეგობრები და ახალგაზრდები გვეუბნებოდნენ, არ მიიღოთო. ერთადერთი გზა არის ევროპა, სხვა შემთხვევაში, არც მინდა იმის წარმოდგენა, რა იქნება,“ — თქვა ბასა ფოცხიშვილმა „ფორმულასთან“.

ცნობისათვის, 2021წ. 5 და 6 ივლისს განვითარებული მოვლენები, კერძოდ, მედიაზე თავდასხმა, რეჟისორმა ბასა ფოცხიშვილმა “მიქს.მეტრონომთან” შეაფასა. ფოცხიშვილმა მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმას ფაშიზმი და სირცხვილი უწოდა. რეჟისორი მოითხოვს, რომ ყველა დამნაშავემ კანონის სრული სიმკაცრით აგოს პასუხი.

“ძალიან დიდი ხანია უკვე კომენტარებს აღარ ვაკეთებ, აღარც პოლიტიკაში ვერევი. მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა, ის რაც იმ დღეს (5 -6 ივლისს) იყო ფაშიზმი და სამარცხვინო ქმედება. აბსოლუტურად ყველა მოძალადე, სასჯელის უმკაცრესი ზომით უნდა დაისაჯოს, ეს არის ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია. უბრალოდ სირცხვილია, რომ ეს ყველაფერი საქართელოში ხდებოდეს.” – განუცხადა ბასა ფოცხიშვილმა “მიქს.მეტრონომს”.

5 ივლისს სექსუალური ორიენტაციით დისკრიმინაციის გამო ლგბტქ+ თემის წევრებს, “თბილისი პრაიდს” ძალადობრივმა ჯგუფებმა არ მისცეს საშუალება “ღირსების მარში” გაემართათ. მათ დაიკავეს რუსთაველის გამზირი, სადაც მარშს უნდა ჩაევლო. აგრესორებმა ღონისძიების ჩაშლის მიზნით, ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს, თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაუზიანეს სამუშაო ტექნიკა, კამერები და პირდაპირი ჩართვის მოწყობილობები. ჟურნალისტების ნაწილს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, ნაწილი ამ დრომდე აგრძელებს მკურნალობას და რეაბილიტაციას. -ს ოფიციალური მონაცემებით, დაშავდა 55 ადამიანი, მათგან 53 ჟურნალისტია.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – გამოდიან მოლაპარაკებაზე ივანიშვილისგან, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან – ეს სიგნალი ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა

მამუკა ხაზარაძე ახალი არჩევნების მისაღწევად 5-პუნქტიან გეგმას ასახელებს, მათ შორის არის ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ “სახალხო პარლამენტის” ფორმირება და თავმჯდომარედ პრეზიდენტის მოწვევა