“ბარსელონა” ლევანდოვსკის გაყიდვაზე დაფიქრდა

“ბარსელონამ” შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე რობერტ ლევანდოვსკი გაყიდოს. ამის შესახებ ინფორმაციას El Chiringuito ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “ბლაუგრანას” მთავარ მწვრთნელს, ხავი ერნანდესს, მომდევნო სეზონისთვის გუნდის გაახალგაზრდავება სურს და 35 წლის პოლონელი მის გეგმებში არ შედის.
შეგახსენებთ, ლევანდოვსკიმ მიმდინარე სეზონში “ბარსას” მაისურით 13 მატჩი გამართა, თავი კი 7 გატანილი გოლით გამოიჩინა.
ამ ბარსელონას ხელმძღვანელობამ სულ გააფრინა, ან რატომ მოგყავთ ფეხბურთელი, ანდა რიღასთვის ყიდით? ერთი სიტყვით ლევანდოსკიმ მაგრად მიქარა, ამ გაფარჩაკებულ გუნდში, რო გადმოვიდა! ჯერ ხო, როგორც ფეხბურთელი ჩაიკარგა, სადღაა ის ლევანდოვსკი ბაიერნში, რო იყო? ესეა ბარსაში ვინც მოდიან ყველა ფუჭდება! კოუტინიოს მაგალითიც კმარა, რა ფეხბურთელი გააქრეს?