“ბარსელონას” ექს-პრეზიდენტი: ვერ ვიტან “რეალს”

“ბარსელონას” ყოფილმა პრეზიდენტმა ჟონ გასპარმა გაამხილა, რომ “რეალს” ვერ იტანს.
“რეალს” “ესპანიოლზე” გაცილებით მეტად ვერ ვიტან, რომლის მიმართ არავითარი სიძულვილი არ მაქვს. მინდა, “ესპანიოლი” პრიმერაში დაბრუნდეს, “რეალი” კი სეგუნდაში დაქვეითდეს”, – განაცხადა გასპარმა “ბარსელონას” რადიოს ეთერში.
გასპარი “ბარსელონას” პრეზიდენტი 2000-2003 წლებში იყო.