“ბარსელონას” და “რეალის” ფანკლუბები ივანიშვილის წინააღმდეგ – ისტორიული პროტესტი

“ოცნების” პოლიტიკას ფეხბურთის მოყვარულებიც გმობენ. ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ ერთამენთის დაუძინებელი მტრები, “ბარსელონას” და “რეალის” ქართველი ფანებიც გააერთიანდნენ. “ერთმანეთი გვეზიზღება, მაგრამ თქვენ უფრო გვეზიზღებით” – აწერია მათ საპროტესტო პლაკატებს, რომლითაც ფეხბურთის გულშემატკივრები ჯერ ფილარმონიასთან, შემდეგ კი პარლამენტთან მივიდნენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დღეს ისტორიული დღეა, რადგან აქამდე არავის ახსოვს, რომ “რეალის” და “ბარსელონას” ფანები ასე ჯერ არ გაერთიანებულან.
ნებისმიერი განსხვავების მიუხედავად, არსებობს ერთი უმთავრესი ღირებულება, რომლის ქვეშაც ახლა გაერთიანება არის ის, რაც სრულიად საქართველოს სჭირდება და მოხარული ვიქნები, თუ დანარჩენს ადამიანებსაც მცირე მოტივაციად გამოადგებათ ეს ამბავი, რომ ასე, საფეხბურთო ბანაკის დაპირისპირებული გულშემატკივრები დღეს ერთად დგანან ერთი მიზნის ქვეშ, – ამბობს აქციის მონაწილე ტვ პირველთან.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი ევროპიდან კრიტიკაზე – ზღაპრებს როცა ჰყვებიან, კვებავენ მილევად რადიკალურ ფრთას, აღარაფერი შეუძლიათ, საცოდავ დღეში არიან – გული მტკივა ახალგაზრდებზე, ვინც შეცდომაში შეიყვანეს და გამოკეტილი ჰყავთ, ისინი ჩვენ არ გვყავს გამოკეტილი ციხეში