“ბარსელონამ” მწვრთნელი გაათავისუფლა – პასკუალის დაბრუნება?

“ბარსელონა” ახალ მწვრთნელს აქტიურად ეძებს. მოგეხსენებათ, გუნდის ხელმძღვანელობამ არასასურველი შედეგებიან გამომდინარე ხოან პენაროია დაითხოვა, მის შემცვლელად კი ხავი პასკუალის ვარიანტი დასახელდა. მხარეები შესათანხმებლად დღეს, 11 ნოემბერს, შეხვდებიან.
მოგეხსენებათ, ესპანელი სპეციალისტი კატალონიელებს 2008/2016 წლებში წვრთნიდა, რა დროშიც ევროლიგა 1-ხელ, ხოლო 4-4-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი და ადგილობრივი სუპერთასი მოიგო.
ბარსელონადან ხავიერი “პანათინაიკოსის” მწვრთელად დაინიშნა, სადაც გუნდს საბერძნეთის შიდა ჩემპიონატის 2-ჯერ გამარჯვებაში დაეხმარა. ათენელების შემდეგ კი რუსეთში გაეშურა, სადაც 5 წლის განმავლობაში “ზენიტს” წვრთნიდა.
როგორც ცნობილია, პასკუალი დაბრუნებაზე თანახმაა, თუმცა სურს გუნდმა 2 მოთამაშე დაიმატოს. 1 ვარიანტი სოციალურ ქსელში გავრცელდა. ხავიერს ჯაბარი პარკერის უკან დაბრუნება სურს, მეორე – უცნობია.
ბოლდვინის 2 ქულა და დინვიდის დებიუტი – “ბაიერნმა” “ვირტუსს” მარტივად სძლია
ბოლდვინის 36 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა – ჟალგირისმა “ფენერბაჰჩე” მძიმე შეხვედრაში დაამარცხა