ბარიერზე საუბრით, ოპოზიცია აღიარებს, რომ ჩვენი მოქალაქეებისა და მოსახლეობის მხარდაჭერა არ აქვს – რატი იონათამიშვილი

პოლიტიკურ სპექტრში 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი კვლავ განხილვის თემაა. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, ოპოზიცია საკუთარი ქმედებებით აღიარებს, რომ მოსახლეობის მხარდაჭერა არ აქვს და მათი რეალური მიზანი, არა პოლიტიკურ სივრცეში საკუთარი დღის წესრიგის შექმნა, არამედ პარლამენტში მოხვედრა და პირადი კომფორტია. უმრავლესობა კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ბარიერი არ შეიცვლება.
პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის მიზანი მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრაა.
“ბარიერზე საუბრით, ოპოზიცია აღიარებს, რომ ჩვენი მოქალაქეებისა და მოსახლეობის მხარდაჭერა არ აქვს. ამიტომ, რაც უფრო მეტს ილაპარაკებენ ამ თემაზე, მით უკეთესი იქნება, ვინაიდან, ჩვენი საზოგადოება სწორად დაინახავს, რომ, რეალურად, ამ ადამიანებს ხალხი არ უჭერს მხარს და მათი მიზანი, სინამდვილეში, არა პოლიტიკური სივრცეში რაიმე საკუთარი დღის წესრიგის შეტანა, არამედ პარლამენტში მოხვედრა და კომფორტის შექმნაა, საკუთარი თავებისთვის. შესაბამისად, ეს პროცესი სინამდვილეში ლუსტრაციის პროცესს წარმოადგენს,“ – აცხადებს რატი იონათამიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაცია – ყველა მიმართულებით გამოძიებას საჭიროებს 20 ივნისის საქმე, მათ შორის, განსაკუთრებული ინტერესის საგანია ის, თუ ვინ გადაწყვიტა რეზინის ტყვიების სროლა და ვინ მიიყვანა მდგომარეობა აქამდე

ქართველ ხალხს, რომელსაც ჰყავს 100 000 მოწამე, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით ვერ გატეხავენ – თუ ეს მოხდა, შანტაჟის ბოლო ტყვიასაც ფუჭად გაისვრიან და დააჩქარებენ თავსმოხვეული ევროისტერიის საბოლოო დასასრულს