ბანკში შეჭრილმა თავდამსხმელმა თანხის წაღება ვერ მოახერხა – დეტალები

ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის #37 ნომერში, “საქართველოს ბანკის” შენობაში შეიარაღებული, ნიღბიანი პირი შეიჭრა. ის ბანკის თანამშრომლებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და თანხა მოითხოვა. ამ დროს ბანკში რამდენიმე მომხმარებელი იმყოფებოდა, რომელმაც შენობის დატოვება მოახერხა. თავდამსხმელმა აღნიშნულის შემდეგ ობიექტი ისე დატოვა, რომ თანხის წაღება ვერ მოახერხა.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ბანკის თანამშრომლები საგამოძიებო ორგანოში გადაიყვანეს ჩვენების მისაცემად.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: დაგვაბრუნეს 90-იანი წლების დასაწყისში, სადაც მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო იყო და სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა ამ სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი ან პედაგოგიკის ცოდნა

ანდრეი სიბიგა: რუსეთის ბარბაროსული დარტყმები უკრაინა-პოლონეთის სასაზღვრო პუნქტზე – ეს პუტინის ტერორის “კაკუნია” ევროკავშირისა და ნატო-ს კარზე – რუსი ბარბაროსები თქვენს კართან არიან