„ბანკმა გამოავლინა ძალიან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და საპენსიო სესხზე არსებულ საპროცენტო განაკვეთს რამდენიმე პროცენტით შეამცირებს” – ირაკლი კობახიძე

„ბანკმა გამოავლინა ძალიან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და საპენსიო სესხზე არსებულ საპროცენტო განაკვეთს რამდენიმე პროცენტით შეამცირებს” –
ბანკმა გამოავლინა ძალიან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც არსებულ საპროცენტო განაკვეთს შეამცირებს რამდენიმე პროცენტით – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით გასული კვირის განმავლობაში ეროვნული ბანკისა და ლიბერთი ბანკის წარმომადგენლებთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები საპენსიო სესხზე განაკვეთის შემცირების თაობაზე.
„გასული კვირის განმავლობაში ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს საქართველოს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ ხელმძღვანელებთან პენსიონერებისთვის საპენსიო განაკვეთის შემცირების თაობაზე. მე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო „ლიბერთი ბანკს“, რომელმაც გამოავლინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, გვესმის, რომ ბანკს აქვს პირველ რიგში, კომერციული ინტერესი, თუმცა ამასთან ერთად ბანკმა გამოავლინა ძალიან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც არსებულ საპროცენტო განაკვეთს შეამცირებს რამდენიმე პროცენტით, – თქვა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ლილუაშვილი – დროა დავსვათ კითხვები: თუ ყველაფერი ასე კარგადაა, რატომაა ასეთი მასშტაბური გაჭირვება? ხომ არ ხდება ისე, რომ საქსტატის ზრდის მაჩვენებლები დაფუძნებულია ფინანსთა სამინისტროს გადაჭარბებულ მონაცემებზე და რეალობას აცდენილია?