ბალტიმორში გემის დაჯახების შედეგად ჩაინგრა ხიდი, რომელზეც ავტომობილებიც მოძრაობდა – Video

რამდენიმე საათის წინ უბედური შემთხვევა მოხდა -ის ქალაქ ბალტიმორში — სატვირთო გემი მდინარე პატაპსკოზე არსებულ ხიდს დაეჯახა და მთლიანად ჩამოანგრია.
შემთხვევის ამსახველ ვიდეოში ჩანს, როგორ ინგრევა დიდი ზომის ხიდი და წყალში როგორ ცვივდება ხიდზე მყოფი ავტომობილები.
ადგილობრივი მედია ბალტიმორის სახანძრო სამსახურის სპიკერზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მდინარეში, სულ მცირე, 7 ადამიანი და რამდენიმე ავტომობილი ჩავარდა. მათი ბედი ამ დროისათვის უცნობია.
ბალტიმორის მერმა ბრენდონ სკოტმა X-ზე დაწერა, რომ ის მიემართება შემთხვევის ადგილისკენ, ადგილზე კი ყველა საჭირო სამსახურია მობილიზებული და მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი სენატორების წერილზე – არ არის სწორი, როდესაც შენ მეგობარ და პარტნიორ ქვეყანას კანონთან დაკავშირებით, რომლის ანალოგიურიც შენთან დღესაც მოქმედებს, ასეთი მუქარის ტონით ესაუბრები