ბალნეოლოგიის დარგს დაბუსტვა სჭირდება, რადგან შეიძლება საერთოდ დაიკარგოს – ბალნეოლოგიურის დირექტორი

ბალნეოლოგიური კურორტები დიდი ხანია სახელმწიფოს მხრიდან სამიზნე ბაზრებზე მარკეტინგულ აქტივობებში დახმარებას ითხოვენ. თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის აღმასრულებელი დირექტორი #რედაქტ2-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ევროპაში ტურიზმის ამ მიმართულებას დიდი პიარკამპანია უკეთდება და სახელმწიფო ტურისტების მოსაზიდად დიდ რესურსს ხარჯავს, საქართველოში კი ყველაფრის გაკეთება თავად კერძო სექტორს უწევს.
„უზარმაზარი რესურსი გააჩნია საქართველოს. მარტო 2500 მინერალური წყალი გვაქვს, რომელზედაც სამედიცინო დასკვნებია გაკეთებული და 217 კურორტია სხვადასხვა მიმართულებით.
ერთადერთი შანსი საქართველოსთვის, ეკონომიკური მიმართულებით რაიმე სარგებელი მივიღოთ არის სამედიცინო-ბალნეო-გამაჯანსაღებელი ტურიზმი. სამწუხაროდ, არამხოლოდ ტურისტებმა, საქართველოს მოქალაქეებმაც არ იციან, რომ დედაქალაქის ცენტრში გვაქვს ასეთი უნიკალური კურორტი.
ტურიზმის ამ მიმართულებას დიდი პიარკამპანია უკეთდება ევროპაში, სახელმწიფო აფინანსებს მკურნალობას, სადაზღვევო კომპანიები ანაზღაურებენ ამ მიმართულებას, რაც ჩვენთან არ ხდება. ტურიზმის მიმართულებით ჩვენ არანაირი პიარ კამპანია არ გვაქვს. ძალიან დიდი ხანია ვითხოვთ დახმარებას ამ მიმართულებით, რადგან ჩვენ არ გვაქვს ამის რესურსი.
დარგს დაბუსტვა სჭირდება, რადგან შეიძლება საერთოდ დაიკარგოს“, – აცხადებს სალომე ყვავილაშვილი.