ბალდის კანიონთან პროტესტის მონაწილეების თქმით, შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ

ბალდის კანიონთან დაგეგმილი მშენებლობის მოწინააღმდეგეები, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა კარვებში აპროტესტებენ შპს კანიონი 350-ის მიერ მიმდინარე სამუშაოებს აცხადებენ, რომ თავს დაესხნენ.
როგორც მოძრაობის „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“ წევრი ცოტნე თვარაძე ამბობს, ნასვამ მდგომაროებაში მყოფი ორი შეიარაღებული პირი მათ საპროტესტო კარავში მიეჭრა.
აქტივისტის განცხადებით თავდამსხმელები სანადირო თოფებითა და ცივი იარაღით იყვნენ შეიარაღებული და სანამ იმ ადგილზე ავიდოდნენ, სადაც უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს, სოფლის ერთ-ერთი მაცხოვრებელი დაჭრეს:
„ჯერ ქვემოთ მიუვარდნენ ადამიანებს შეიარაღებულები და ერთ-ერთი თანასოფლელი, რომელიც სანადირო თოფის წართმევას ცდილობდა დაზარალდა, ვიცით რომ ყურის არეშია დაჭრილი. კარავში ბევრი ადამიანი იმყოფებოდა მათ შორის აარასრულწლოვანი ბავშვები, როდესაც ესენი შეიარაღებულები მოვარდნენ.
ერთ-ერთს ტყვიები ჰქონდა ასხმული სხეულზე და დანები ეჭირათ ხელში. შემოვარდნენ დანების ქნევით, მაგრამ რაღაცნაირად მოვახერხეთ მათი განიარაღება. შემდეგ სასწრაფო და პოლიცია გამოვიძაზეთ და ეს ორი ადამიანი არის ახლა პოლიციის ავოტმობილში. საბედნიეროდ აქ მსხვერპლის გარეშე ჩაიარა ყველაფერმა,“ — ყვება აქტივისტი.
დამატებითი დეტალების გარკვევის შემდეგ სტატია განახლდება.