გუშინ ბაკურიანნის სათხილამურო ტრასაზე უბედური შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 36 წლის გარდაცვლილი წარმატებული სტარტაპერი გიორგი ტუხაშვილია. ის წლების განმავლობაშ კონსალტინგის მიმართულებით მუშაობდა, კომერციულ და არაკომერციულ ორგანიზაციებს ეხმარებოდა და წარმატებით აშენებდა სტარტაპ ეკო-სისტემას. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა Startup Grind Tbilisi-ის ზრდაში.
გიორგი ტუხაშვილი 2 წლის წინ მარტივი ინვოისირებისა და ფინანსური ხელსაწყოების სტარტაპ Kernel-ის თანადამფუძნებელი გახდა. თავდაპირველად ის კომპანიის პროდუქტის გუნდს ხელმძღვანელობდა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.