ბაკურიანში, სათხილამურო ტრასაზე კაცი დაიღუპა

ბაკურიანში, სათხილამურო ტრასაზე ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
გამოცემა “ბორჯომი ტვ” თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი.

-ს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.