ბაკურიანში მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა და სავარაუდოდ, ადამიანი მოიყოლა – მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები

ბაკურიანში მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა და სავარაუდოდ, ადამიანი მოიყოლა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ზვავში სავარაუდოდ მოყოლილია ერთი ადამიანი, რომლის ძებნა-შველის ოპერაციაში ჩართულია სამაშველო დრონები და საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები.
“ასევე, სამაშველო ოპერაციაში ჩართვის მიზნით, დამატებით სამაშველო ჯგუფთან ერთად, თბილისიდან უკვე გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.”- ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“ნაცებმა” ბრიუსელიდან მიიღეს წერილი, რომელიც 15:00 საათზე ,,პრაიმ ტაიმმა” გაავრცელა და 15:10 საათზე რადიკალებმა ზედმიწევნით წაიკითხეს პირდაპირ ეთერში, გაცხადებული აგენტურა – უცხოელები, ქართული სახელითა და გვარებით