ბაკურიანში თოვლის ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს

თოვლის ფრენბურთის ევროპის ჩემპიონატმა სტარტი ბაკურიანში 1 მარტს აიღო.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან უცხოელ სპორტსმენებს საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაცია მასპინძლობს.
„აღსანიშნავია, რომ თოვლის ფრენბურთში პირველად იმართება ევროპის ჩემპიონატი, საქართველომ კი ღირსეულად მიიღო მასპინძლობის უფლება. 3 მარტის ჩათვლით ჩემპიონატში მონაწილეობას იღებს იტალიის, პოლონეთის, თურქეთის, ჩეხეთის, ბულგარეთის, რუმინეთის,მოლდოვასა და სომხეთის წარმომადგენელი, როგორც ქალი, ისე მამაკაცი სპორტსმენები. მათთან ერთად პირველობისთვის ასპარეზობენ ქართველი ფრენბურთელებიც”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ჩემპიონატის მე-2 დღეს ნახევარფინალისტების ვინაობა ცნობილი გახდა. ნახევარფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:
გოგონათა გუნდები:
ჩეხეთი – თურქეთი
იტალია პოლონეთი
ვაჟთა გუნდები:
ჩეხეთი – თურქეთი
პოლონეთი – ბულგარეთი
გამარჯვებულების ვინაობა 3 მარტს გახდება ცნობილი.