ბაკურიანში ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო ღონისძიებებში 200-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთო. სამძებრო სამუშაოები გამთენიისას განახლდა.
სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენი, დრონები, კინოლოგები და სხვა ტექნიკა.
ცნობილია, რომ თოვლის მასაში ჯერ კიდევ არის ერთი ადამიანი მოყოლილი, ხოლო 4 – გამოყვანილია. ბაკურიანში ზვავი 28 მარტს ჩამოწვა.