,,ბაკურიანი ციდას” მიღების შედეგად მოზარდის სავარაუდო ინტოქსიკაციაზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო

,,ბაკურიანი ციდას” მიღების შედეგად არასრულწლოვნის სავარაუდო ინტოქსიკაციაზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო.
როგორც Front News-ს სააგენტოში განუცხადეს, აღნიშნულ საკითხზე შეტყობინება შესულია და სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სამსახურს გადაეცა.
“ჩვენ მივიღეთ დილით აღნიშნული ინფორმაცია, მოქალაქემ მოგვმართა და მომართვისთანავე გადავეცით ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სამსახურს. ინფორმირებულია ყველა და საქმეზე მიმდინარეობს მოკვლევა”, – განაცხადეს სეს-ში.
გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანმა ბაკურიანის წყლის “ციდას” მიღების შემდეგ ინტოქსიკაცია მიიღო და გარკვეული ჩივილებით კლინიკაშია გადაყვანილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – როცა რეჟიმი ასე გიტევს, ის ბოლომდე წავა, გაჩერდება იმ შემთხვევაში, თუ მის ძალადობას დაუპირისპირდება გადაულახავი ძალა, რომელიც მას დააფრთხობს – ძალას ახლა კი ვხედავ, მაგრამ ეს ძალა დაქსაქსულია

ირაკლი კირცხალია ALDE-ზე – „მოლოტოვის“ მსროლელ ლაზარე გრიგორიადისს გმირად გვირაცხავ, შემდეგ, ზრდასრული ლაზარე რომ გამოჩნდა, რომელიც ტერორიზმს გეგმავდა, ამას ახალისებ, აქ გასაკვირი და ახალი არაფერია