არ ვაპირებდი ბაკურიანთან დაკავშირებით სტატუსის დაწერას, რადგან ვთვლი, რომ ქვეყანაში უფრო დიდი გამოწვევებია, ვიდრე ტურისტული დანიშნულების ადგილების შეფასება. თუმცა, დღეს წავაწყდი არალეგიტიმური პარლამენტის ერთ-ერთი წევრის ვიდეოს სოციალურ ქსელში, რომელიც გვეპატიჟება ტურისტულ სეზონზე, ბაკურიანში – სრულყოფილ და საოცრად მოწესრიგებულ კურორტზე, სადაც ყველა პირობაა შექმნილი დასვენებისთვის.
წელს, სამცხე – ჯავახეთში არსებული ტურისტული კურორტი – ბაკურიანი, სრულიად მოუმზადებელი შეხვდა ზამთრის სეზონს. რეგიონის მთავრობამ სრულად გამოტოვა სეზონისთვის მომზადების პროცესი. ფაქტიურად შეუძლებელი გახდა ბაკურიანისთვის ამ მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის პირობებში, ტურისტების დიდი ნაკადის მიღება. გაუმართავი ინფრასტრუქტურა, სამართალდამცავთა სიმცირე და სათხილამურო ტრასებზე არ არსებობა, წლობით შეუკეთებელი საგზაო ინფრასტრუქტურა, ანტი სანიტარია, უკანონო და ქაოტური მშენებლობები, რომლებიც მძიმედ აწვება არსებულ კომუნიკაციებს, თოვლისგან გაუწმენდავი გზები, საფეხმავლო გზის არ არსებობა,რამაც საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით სავალალო შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს – ამ ყველაფერს დამსვენებელი აწყდება ბაკურიანში. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე ტურისტულ სერვისზე ფასების მატება, რაც კიდევ უფრო შეუსაბამოს ხდის, არსებულ ვითარებაში სერვისის ხარისხსა და ფასებს. ოცნების არალეგიტიმური მთავრობისთვის მუდმივი დასაყრდენი, ბოლო წლებში გახდნენ ბავშვები, რომელთა სახელითაც რეჟიმი მუდმივად გვესაუბრება.
აი, სწორედ ისეთივე მოუწესრიგებელ და ბნელ მომავალს პირდება ივანიშვილი და მისი რეჟიმი ჩვენს შვილებს, როგორ მოწესრიგებულ ბაკურიანშიც გვეპატიჟება მისი ეგრეთ წოდებული დეპუტატი.