“ბაკაშვილის მეღვინეობა” ახალი მარნის მშენებლობას მიმდინარე წელს დაასრულებს

საოჯახო ბიზნესი, ბაკაშვილის მეღვინეობა სოფელ საქობოში, კახეთში მდებარეობს. მეღვინეობა მომხმარებელს 6 სახის ღვინოს, კერძოდ ქისის, ხიხვს, რქაწითელს, მწვანეს,მალბეკსა და კაბერნე ფრანს სთავაზობს. გასულ წელს კი კომპანიამ ქვევრში დაყენებული, ჟოლოს ღვინოს წარმოებაც დაიწყო.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი, აკო ბაკაშვილი BM.GE-სთან აცხადებს, სულ ახლახანს, ახალი მარნის მშენებლობა დაიწყო, რაშიც დაახლოებით 100 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელონ.
მისივე ცნობით, მარნის სრულად მოწყობა მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს.
„ძველი მარანი გვქონდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ ახალი მარანი ავაშენეთ. ახლა ველოდები დანადგარებს და მარნის სრულად მოსაწყობად, ჯამში 100000 ლარის ინვესტიცია უნდა განვახორციელოთ. ახალი ინვენტარი წარმოების სრულყოფისათვის იქნება განკუთვნილი.
პროდუქციის რეალიზაცია ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ხდება, სპეციალიზირებულ მაღაზიებსა და მაღალი კლასის სასტუმრო. ამასთან, ექსპორტს გერმანიასა და ავსტრიაში ვახორციელებთ. ჯამში 4000 ბოთლ ღვინოს ვაწარმოებთ, საიდანაც 1500 ბოთლის ექსპორტი ხორციელდება.