“ბაიერნმა” პავლოვიჩს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

“ბაიერნმა” ალექსანდარ პავლოვიჩს კონტრაქტი გაუხანგრძლივა, მხარეებმა ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურეს.
გერმანელმა ნახევარმცველმა “რეკორდმაისტერთან” 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
შეგახსენებთ, 20 წლის ფეხბურთელს “ბუნდესნაკრების” მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა ევრო 2024-ზე სათამაშოდ უხმო, თუმცა ტრავმის გამო პავლოვიჩი ევროპირველობას გამოტოვებს.
გასულ სეზონში პავლოვიჩმა “ბაიერნის” მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 19 მატჩი გამართა, თავი კი 2 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

ასევე დაგაინტერესებთ