“ბაიერნი” კომპანისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

“ბაიერნი” შესაძლოა, კომპანიმ ჩაიბაროს, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს. ბელგიელი ამჟამად “ბარნლის” წვრთნის, რომელიც პრემიერლიგიდან ჩემპიონშიფში დაქვეითდა.
რომანოს ცნობით, მხარეებს ჯერჯერობით შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ, თუმცა “კლარეტების” მწვრთნელს “რეკორდმაისტერის” ჩაბარება სურს.
მიუნხენელებს ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი სპეციალისტი დაუკავშირეს, მაგრამ საბოლოოდ ყველა მათგანმა “ბაიერნი” უარით გაისტუმრა.
კომპანის “ბარნლიმ” პრემიერლიგაში 24 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილი დაიკავა.