ბაიდენმა ტრამპი დაადანაშაულა რესპუბლიკელების მიმართ მუქარაში

ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ექს-პრეზიდენტი დაადანაშაულა თანაპარტიელი რესპუბლიკელების მიმართ მუქარაში, მას შემდეგ, რაც სენატში მიღწეული ორპარტიული შეთანხმების მიუხედავად, რესპუბლიკელებმა მხარი აღარ დაუჭირეს უკრაინის და ს დახმარებას.
ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, 7 თებერვალს, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ნიუ-იორკში მყოფმა ბაიდენმა განაცხადა, რომ ტრამპი რესპუბლიკელ სენატორებს ურეკავდა და კანონპროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში ანგარიშსწორებით ემუქრებოდა. -ის პრეზიდენტის თქმით, არასდროს უფიქრია, რომ კაპიტოლიუმის ბორცვზე ნახავდა რაღაც იმის მსგავსს, რაც ახლა ხდება. ტრამპს ბაიდენის ბრალდებისთვის ჯერჯერობით არ უპასუხია.
კონგრესის ზედა პალატაში, სენატში დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა 4 თებერვალს მიაღწიეს შეთანხმებას კანონპროექტზე, რომელიც ითვალისწინებდა 118 მილიარდი დოლარის გამოყოფას უკრაინის, ისრაელის და ტაივანის დასახმარებლად და ასევე, მექსიკასთან საზღვარზე უსაფრთხოების ზომების და მიგრაციის პოლიტიკის გასამკაცრებლად, რაც რესპუბლიკელების მოთხოვნა იყო. სიტუაცია შეცვალა რესპუბლიკელებისადი ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწოდებამ, უარი ეთქვათ კომპრომისსა და კანონპროექტის მხარდაჭერაზე.
დემოკრატების მიერ კონტროლირებულ სენატში 7 თებერვალს გამართული პროცედურული კენჭისყრისას კანონპროექტს მხარი დაუჭირა 49 სენატორმა. წინააღმდეგი იყო 50. კანონპროექტის მიღებას სულ მცირე 60 ხმა სჭირდება. ტექნიკურად ხმა წინააღმდეგ მისცა სენატში დემოკრატების ლიდერმა ჩაკ შუმერმაც, რადგან პროცედურის თანახმად, ასეთ შემთხვევაში შესაძლებლობა ექნება საკითხი კენჭისყრაზე ისევ გაიტანოს.
დემოკრატები აპირებენ უახლოეს ხანში სენატს წარუდგინონ კანონპროექტი, რომელიც აღარ მოიცავს საზღვრის საკითხს და მხოლოდ უკრაინის, ისრაელის და ტაივანის დახმარებას ეხება.
როგორც ამერიკული მედია წერს, თეორიულად არის შანსი, რომ პროექტი საკმარის, 60 ხმას მიიღებს. ამასთან, კანონპროექტს, სანამ მას ხელს პრეზიდენტი მოაწერს, წარმომადგენელთა პალატის მხარდაჭერაც სჭირდება. კონგრესის ქვედა პალატაზე, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ, ტრამპის გავლენა კიდევ უფრო დიდია.
დიდი ალბათობით, დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, ისევე, როგორც – დემოკრატიული პარტიის.
· მილიარდერი ბიზნესმენი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი იყო 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე.
· 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას ტრამპი დამარცხდა დემოკრატ ჯო ბაიდენთან, თუმცა მარცხს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა.
· 2021 წლის 6 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის პოლიციელი. კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულია 1000-ზე მეტი პირი.

ასევე დაგაინტერესებთ