ბაიდენმა ერთ დღეში დაახლოებით 1500 მსჯავრდებულს სასჯელი შეუმსუბუქა და 39 შეიწყალა

პრეზიდენტი დაახლოებით 1500 პირს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დროს ციხიდან გამოუშვეს და შინაპატიმრობაზე გადაიყვანეს, სასჯელს უმსუბუქებს და არაძალადობრივ დანაშაულში მსჯავრდებულ 39 ამერიკელს იწყალებს. ეს თანამედროვე ისტორიაში ერთ დღეში შეწყალებების ყველაზე დიდი რიცხვია.
ბაიდენმა თქვა, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში შეწყალებაზე პეტიციების განხილვას გააგრძელებს. ერთი დღის განმავლობაში შეწყალებების მეორე უდიდესი რიცხვი – 330 – 2017 წელს ბარაკ ობამას ჰქონდა.
შეწყალებების ეს წყება მოჰყვა ბაიდენის მიერ საკუთარ ვაჟ ჰანტერისთვის გამოცემულ ფართომასშტაბიან შეწყალებას, რომელიც იარაღთან და გადასახადებთან დაკავშირებულ დანაშაულებზე იყო მსჯავრდებული.
ბაიდენი წნეხის ქვეშაა საინიციატივო ჯგუფების მხრიდან, რომელთაც სურთ მსჯავრდებულთა დიდი ჯგუფების, მათ შორის სიკვდილმისჯილთა შეწყალება, სანამ ტრამპის ადმინისტრაცია მუშაობას შეუდგება. ჯო ბაიდენი ასევე ფიქრობს გამოსცეს თუ არა წინასწარი შეწყალება მათთვის, ვინც ტრამპის მიერ 2020 წლის საპრეზიდენტო ს შედეგის შეცვლის მცდელობას იძიებდა და შესაძლოა სამაგიეროს გადახდის წინაშე აღმოჩნდეს.
ხუთშაბათს შეწყალებულთა შორის არიან არაძალადობრივ დანაშაულში მსჯავრდებულები.
ბაიდენის თეთრი სახლიდან წასვლამდე, შეწყალებაზე მეტი პეტიციები შევა, თუმცა ნათელი არ არის, რამეს თუ იღონებს ტრამპის მხრიდან შესაძლო სასამართლო დევნისგან თავის დასაცავად.
საქმეში ჩახედულმა პირებმა „ასოშიეიტედ პრესს“ ანონიმურობის პირობით უთხრეს, რომ ბაიდენი ამ საკითხზე არჩევნებამდე ექვსი თვის განმავლობაში ფიქრობდა, მაგრამ აღელვებდა პრეცედენტის შექმნა, რასაც ასეთი ნაბიჯი გამოიწვევდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესიკ ლაგვილავა: არ ვიცი ადამიანები არიან თუ არა, უკრაინული ლეგენდარული ბრიგადა “აზოვის” და 25-ე სპეცდანიშნულების ბრიგადის მებრძოლები! თუკი ისინი ადამიანები არიან, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ არიან ტიტანები, რომელთაც ღმერთებსაც კი აუტეხეს ომი!

შალვა პაპუაშვილი – რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა ტრამპის მოსაზრებას – ომის აცილება შესაძლებელი იყო, ხოლო თუ ამერიკის პრეზიდენტს პროცესზე ზემოქმედების ბერკეტი გააჩნდა, ეს ნიშნავს დადასტურებას, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს