ბაიდენი ჯანმრთელია – გამოქვეყნდა პრეზიდენტის ყოველწლიური სამედიცინო შემოწმების შედეგი

თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა ოფიციალური დასკვნა, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ყოველწლიური სამედიცინო შემოწმების შედეგად მოამზადა ექიმმა კევინ ო’ კონორმა. მისი დასკვნით, პრეზიდენტი ჯანმრთელია და უპრობლემოდ ასრულებს თავის მოვალეობებს.
81 წლის ჯო ბაიდენს სამედიცინო გამოკვლევები 28 თებერვალს ჩაუტარეს მერილენდის სამხედრო ჰოსპიტალში. ექიმის დასკვნით, პრეზიდენტი თავს კარაგდ გრძნობს და სამედიცინო შემოწმებას რაიმე ახალი პრობლემები არ გამოუვლენია.
ექიმ ო’ კონორის თანახმად, პრეზიდენტი ბაიდენი 81 წლის ჯანმრთელი, ძლიერი და აქტიური მამაკაცია, რომელსაც შეუძლია წარმატებით შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობები, მათ შორის აღმასრულებელი ხელისუფლების და სახელმწიფოს მეთაურის და უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქციები.
აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, დიდი ალბათობით, დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება 2024 წლის 5 ნოემბრის არჩევნებში.
გამარჯვების შემთხვევაში, ბაიდენი პრეზიდენტის თანამდებობას მეორე ვადით დაიკავებს 82 წლის ასაკში, რომელიც 20 ნოემბერს უსრულდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი ტრამპის წერილზე – ამ ფაქტის არც დრამატიზება გვარგია და არც გაუბრალოება – თუ სტატუს-კვო შენარჩუნდა, არ არის გამორიცხული ურთიერთობის ნორმალიზება ტრამპის სტილში მოხდეს და არა იმდენად დემოკრატიული, არამედ სტაბილური პარტნიორი არჩიოს