ბაიდენი შეაქო -ს დიპლომატიის ღვაწლი ღაზაში მძევლების გათავისუფლების საქმეში

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შეაქო აშშ-ის დიპლომატიის დამსახურება 24 ნოემბერს „ჰამასის“ (აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული დაჯგუფება) მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლების საქმეში.
ბაიდენმა თქვა, რომ ეს იყო მხოლოდ დასაწყისი. აშშ-ის პრეზიდენტი მოელის, რომ მოხდება მძევლების შემდგომი გათავისუფლება რადიკალურ-ისლამისტური დაჯგუფების მიერ.
“დღეს დილიდან დაწყებული ღაზაში საბრძოლო მოქმედებები ოთხი დღით შეწყდება, რაც მიღწეული იყო აშშ-ის აქტიური დიპლომატიის – ოვალური კაბინეტიდან რეგიონის ლიდერებთან უამრავი სატელეფონო საუბრის ჩათვლით“ – თქვა ბაიდენმა პრესკონფერენციაზე. მან განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაგრძელების შესაძლებლობას რეალურად მიიჩნევს.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში “ჰამასმა” გაათავისუფლა 24 მძევალი 39 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ. ისრაელში დაბრუნდა 13 ისრაელელი ქალი და ბავშვი, უმეტესობა 70-80 წლისა, ყველაზე პატარა კი 2 წლისა.
“ჰამასმა”, არა ისრაელთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, ასევე გაუშვა 10 ადამიანი ტაილანდელი და ერთი ფილიპინელი.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება