ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ჯო ბაიდენის მხრიდან უკრაინისთვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების დაპირება შეცდომა იყო. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ერთ-ერთი ამერიკულ პოდკასტში სტუმრობისას განაცხადა.
“უკვე 20 წელია მესმის, რომ თუ უკრაინა NATO-ში გაწევრიანდება ეს რუსეთისთვის სერიოზული პრობლემა იქნება. ეს დიდი ხნის განმავლობაში მესმოდა და ვფიქრობ სწორედ ამ მიზეზით დაიწყო ომი”,- განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ს 45-ე პრეზიდენტმა გააკრიტიკა ჯო ბაიდენის პოზიციები მიმდინარე ომთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი შეცდომა ის იყო, რომ ეს უკანასკნელი უკრაინას NATO-ში გაწევრიანებას დაჰპირდა.
ამასთანავე ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრებოდა ის, რომ პრეზიდენტი ყოფილიყო.
“4 წლის განმავლობაში არავის უთქვამს, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, ეს არასდროს მოხდებოდა, რუსეთი არ აპირებდა უკრაინაზე თავდასხმას. როგორც კი მე თეთრი სახლიდან წავედი, რუსებმა უკრაინის საზღვარზე ჯარების განლაგება დაიწყეს”,- ამბობს ტრამპი.