აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 5 ივნისს ჩავიდა საფრანგეთში, რათა მონაწილეობა მიიღოს ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის დღის (D-Day) მე-80 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებში.
გავრცელებული მოლოდინით, თავის გამოსვლაში ბაიდენი ხაზს გაუსვამს ერთგულებას აშშ-ის ევროპელი მოკავშირეების მიმართ, და დემოკრატიის თავისეულ ხედვას დაუპირისპირებს პოლიტიკური მეტოქის, დონალდ ტრამპის შეხედულებებს.
ბაიდენი საფრანგეთში ხუთ დღეს დაყოფს – დაესწრება ნორმანდიაში დაგეგმილ საიუბილეო ღონისძიებებს, გამოვა სიტყვით და ოფიციალურ სახელმწიფო შეხვედრას გამართავს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან.
1944 წლის 6 ივნისს მოკავშირეთა ჯარებმა შეუტიეს ნორმანდიის სანაპიროებს საფრანგეთის ჩრდილოეთში. ამ ოპერაციას დასავლეთში D-Day-ს სახელით იცნობენ. ისტორიაში ამ ყველაზე მასშტაბურ საზღვაო იერიშში, რომელმაც გარდატეხა შეიტანა მეორე მსოფლიო ომის მსვლელობაში ნაცისტური გერმანიის დასამარცხებლად, 150 ათასზე მეტი სამხედრო მონაწილეობდა.
1944 წელს მოკავშირეთა გადასხდომა ნორმანდიაში
75 წლის წინ, 1944 წლის 6 ივნისს, მოკავშირეთა ჯარები გადასხდნენ ჩრდილოეთ საფრანგეთში, ნორმანდიაში. ეს იყო ზღვიდან ხმელეთზე ჯარების გადასხმის ყველაზე ფართო მასშტაბის ოპერაცია ისტორიაში.