ბაიდენი: რუსეთის ბოლო იერიში უკრაინაზე მკაცრად შეახსენებს მსოფლიოს, რომ პუტინის მიზნები უცვლელია

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ს მიერ უკრაინის უკანასკნელი დაბომბვა წარმოადგენს მსოფლიოსთვის იმის მკაცრ შეხსენებას, რომ თითქმის ორწლიანი გამანადგურებელი ომის შემდეგ პუტინის მიზანი უცვლელია“.
ბაიდენმა მოუწოდა კონგრესს, „გააქტიურდეს”, რათა დაეხმაროს ს რუსეთის მასირებული თავდასხმის შემდეგ. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ბაიდენი ყურადღებით ადევნებს თვალყურს ცნობას რუსეთის რაკეტის პოლონეთის საჰაერო სივრცეში დროებით შეჭრაზე.
თეთრი სახლის მრჩეველმა სახელმწიფო უშიშროების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა 29 დეკემბერს პოლონეთის სახელმწიფო მდივან იაცეკ სევერთან საუბარში განიხილა საკითხი, იტყობინება თეთრი სახლი და წერს, რომ სალივანმა „ -ის მხრიდან სოლიდარობა გამოხატა პოლონეთის -ნატოში ჩვენი ახლო მოკავშირის, მიმართ“ და დაჰპირდა ტექნიკურ დახმარებას საჭიროების შემთხვევაში.
29 დეკემბერს პოლონეთის საჰაერო სივრცე უკრაინის მხრიდან დაარღვია უცნობმა მფრინავმა ობიექტმა. ობიექტი პოლონეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ შენიშნა, თუმცა მოგვიანებით ის რადარებიდან გაქრა. ობიექტის დაცემა არ დაუფიქსირებიათ. პოლონური მედიის ცნობით, სამხედროები ეძებენ ჩამოვარდნილ ობიექტს ან ობიექტის ნამსხვრევებს უკრაინის მოსაზღვრე ქალაქ ზამოსცის სამხრეთ-დასავლეთში. სამხედროები არ გამორიცხავენ, რომ ობიექტს ტრაექტორია შეეცვალა და კვლავ უკრაინაში დაბრუნებულიყო. პოლონეთში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები მთელი ქვეყნის მასშტაბით საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს. უკრაინის საზღვრიდან მფრინავი ობიექტის გამოჩენა დაემთხვა უკრაინაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების მასირებულ თავდასხმას.
29 დეკემბრის გამთენიისას დაიბომბა , ხარკოვი, ოდესა, ლვოვი, დნეპრი, ზაპოროჟიე. ქვეყნის მასშტაბით საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა. ცნობილია სულ მცირე 30 დაღუპულისა და ასზე მეტი დაჭრილის შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ