ბაიდენი ვაშინგტონში ნეთანიაჰუს შეხვდება

-ის პრეზიდენტი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში შეხვედრას გამართავენ ივლისის ბოლოს, როცა ისრაელის ლიდერი ღაზაში თავისი ქვეყნის მიერ წარმოებული ომის თაობაზე -ის კონგრესს მიმართავს. ამ ინფორმაციას თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელი 2 ივლისს ავრცელებს.
ღაზაში ომის მიმდინარეობისას, აშშ-მა შეინარჩუნა თავისი ძლიერი მხარდაჭერა ისრაელისადმი – როგორც დიპლომატიური, ისე იარაღის მიწოდების ჭრილში, – თუმცა ბაიდენმა რამდენჯერმე გამოხატა შეშფოთება ისრაელის ქმედებებზე.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მიმდინარე ომს 38 000-მდე ადამიანი შეეწირა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება