ბაიდენი: ექიმებმა შემამოწმეს, შიშობენ, რომ ზედმეტად ახალგაზრდა ვარ

-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამედიცინო შემოწმება გაიარა უოლტერ რიდის სამხედრო სამედიცინო ცენტრში გაიარა. პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, თუ როგორ ჩაიარა სამედიცინო შემოწმებამ და როგორ აფასებენ ექიმები პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ბაიდენმა იხუმრა, რომ ექიმები შიშობენ, რომ ის ზედმეტად ახალგაზრდაა.
ექიმების დასკვნით, აშშ-ს 81 წლის პრეზიდენტი ჯანმრთელი და ენერგიულია. ბაიდენის თქმით, წინა წლის სამედიცინო შემოწმების შემდეგ არაფერი შეცვლილა.
იმის ფონზე, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, საზოგადოებაში გაზრდილია კითხვები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის და მეხსიერების შესახებ.