ბაიდენი და მე დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს მოვლენებს საქართველოში – კამალა ჰარისი

შეერთებული შტატები ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტ სთვის გაგზავნილ წერილში წერს, რომ ის და პრეზიდენტი „დიდი შეშფოთებით“ ადევნებენ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.
„ჩვენ ვწუხვართ მოვლენების ისეთი განვითარების გამო, როგორიცაა ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღება, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს დემოკრატიას და ძირი გამოუთხაროს საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან“, – წერს ვიცე-პრეზიდენტი ჰარისი.
24 მაისით დათარიღებული წერილი -ის საელჩომ გაასაჯაროვა 27 მაისს.
ვიცე-პრეზიდენტ ჰარისის თანახმად, აშშ მიესალმება პრეზიდენტის ვეტოს: „ჩვენ მივესალმებით თქვენს ბოლოდროინდელ ქმედებებს, რომ ვეტო დაადეთ ამ ანტიდემოკრატიულ ინიციატივას და ერთგულად იცავთ სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც საქართველოში საფრთხის ქვეშ არის“.
„შეერთებული შტატები სამ ათწლეულზე მეტია მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. 2008 წელს ს შემოჭრის შემდეგ, შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცედ გრძელდება. ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება საერთო ღირებულებებს, საერთო ინტერესებსა და ურთიერთპატივისცემას. ჩვენ მხარდამხარ ვიბრძოდით ავღანეთში და შეერთებული შტატები არის საქართველოსთვის საგარეო დახმარების ყველაზე დიდი მიმწოდებელი, რათა ხელი შეუწყოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის აშენებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და თქვენი სამხედრო ძალების მოდერნიზებას“, – ვკითხულობთ წერილში.
კამალა ჰარისი ასევე წერს: „ქართველი ხალხი ნათლად აცხადებს, რომ მას სურს მომავალი ევროკავშირსა და ნატოში. მათ მიაჩნიათ, რომ უცხოური აგენტების კანონპროექტი ამ მომავალს საფრთხეს უქმნის და ამიტომ მკაცრად ეწინააღმდეგებიან მას. მათ აქვთ სრული უფლება მიისწრაფოდნენ ამ მომავლისკენ და ძალა არ უნდა იყოს გამოყენებული მათი მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ხელშესაშლელად“.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მხარდაჭერას აღუთქვამს საქართველოს და პრეზიდენტ ზურაბიშვილს მიმართავს:
„ჩვენ ვაფასებთ თქვენს ლიდერობასა და ძალისხმევას, დაიცვათ სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში. თქვენს ძალისხმევას კვლავ ექნება არსებითი მნიშვნელობა, რადგან ქართველ ხალხს თქვენი იმედი აქვს, რომ დაიცავთ დემოკრატიასა და საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. შეერთებული შტატები თქვენი და ყველა ქართველის გვერდით დგას უკეთესი მომავლისკენ სწრაფვაში“.
მანამდე, 26 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი წერს, რომ შეერთებული შტატები „მხარდაჭერას უდასტურებს საქართველოს ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებას და ხელისუფლებას მოუწოდებს, ამ გზაზე სწორი ნაბიჯები გადადგას“.
23 მაისს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება: „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა“.
ეს პოლიტიკა მოჰყვა „აგენტების კანონის“ – ფორმალურად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის“ სამი მოსმენით მიღებას. 27 მაისს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა.
კანონის წინააღმდეგ საქართველოში მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლებისა და დასავლეთიდან მოწოდებების, ასევე ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნის მიუხედავად, „ქართული ოცნება” არ აპირებს, უარი თქვას კანონზე.
პარლამენტი, სადაც უმრავლესობას „ქართული ოცნება“ ფლობს, სამშაბათს, 28 მაისს დანიშნულ პლენარულ სესიაზე გეგმავს ვეტოს დაძლევას.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

„ჯივიპის” აქტივების მართვის დირექტორი – წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე სამუშაოები ხვალიდან დაიწყება – ჩაირთვება მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 7-საათიანი წყლის მიწოდების რეჟიმი