ბაიდენი აღაშფოთა ანგარიშმა „ცუდი მეხსიერების“ შესახებ

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესის დარღვევისთვის ბრალს არ წაუყენებს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. გადაწყვეტილების საფუძველია სპეციალური მრჩევლის(პროკურორის), რობერტ ჰურის ანგარიში. მასში ხაზგასმულია ს ასაკი და ცუდი მეხსიერება.
ოფიციალური დოკუმენტები 2023 წლის იანვარში აღმოაჩინეს დელავერში, ჯო ბაიდენის სახლში. დოკუმენტების ნაწილი ბაიდენის სენატორობის, ნაწილი კი ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდისაა. მსგავსი დოკუმენტები ნაპოვნი იყო 2022 წელსაც, ბაიდენის ოფისში, ვაშინგტონში.
ამ საქმის 15-თვიანი გამოძიების შედეგად მომზადებული 345-გვერდიანი ანგარიში 8 თებერვალს გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, ჯო ბაიდენის ქმედებები ეროვნული უსაფრთხოებისთვის სარისკოა, თუმცა, სისხლისსამართლებრივი ბრალის წაყენებით რისკების დაძლევა გონივრული ზომა ვერ იქნება.
სპეცპროკურორმა რობერტ ჰურმა, რომელიც გამოძიებას ხელმძღვანელობდა, ჯო ბაიდენი დაახასიათა კეთილი ზრახვების მქონე ხანდაზმულ ადამიანად, რომელსაც ცუდი მეხსიერება აქვს. მაგალითად, ანგარიშში ნათქვამია, რომ გამოკითხვისას ბაიდენმა ვერ გაიხსენა, როდის იყო ვიცე-პრეზიდენტი(2009-2017წ) და როდის გარდაიცვალა მისი ვაჟი ბო ბაიდენი(2015წ).
ამ ანგარიშმა პრეზიდენტ ბაიდენის აღშფოთება გამოიწვია. 8 თებერვალს მან საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მეხსიერება წესრიგში აქვს. როგორც -ის პრეზიდენტმა თქვა, აქვს კეთილი ზრახვები და ხანდაზმულიცაა, მაგრამ ყოველთვის იცის, რას აკეთებს და როგორც პრეზიდენტმა ქვეყანა ფეხზე დააყენა.
ჯო ბაიდენმა უარყო, რომ ვაჟის გარდაცვალების დრო არ ახსოვს და აღშფოთება ვერ დამალა იმის გამო, რომ სპეციალური მრჩეველი თავის ანგარიშში ამ თემას შეეხო.
საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ შენახვისთვის 2023 წელს ბრალი წაუყენეს აშშ-ის ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. ამ საქმეზე სასამართლო პროცესი მაისში დაიწყება. ტრამპი თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისმა წარმომადგენლებმა მწვავედ გააკრიტიკეს იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება, ანალოგიურ საქმეზე ბრალი არ წაუყენოს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს.
2024 წლის ნოემბერში ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებია, რომელშიც დიდი ალბათობით, დემოკრატების კანდიდატი ისევ ჯო ბაიდენი იქნება, ხოლო რესპუბლიკელების . 2024 წლის ივნისში ტრამპს 78 წელი უსრულდება. ნოემბერში ბაიდენი 82 წლის გახდება.
· მილიარდერი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი იყო 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე.
· 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას ტრამპი დამარცხდა დემოკრატ ჯო ბაიდენთან, თუმცა მარცხს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა.
· 2021 წლის 6 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის პოლიციელი. კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულია 1000-ზე მეტი პირი.

ასევე დაგაინტერესებთ

„გავრცელებული ბინძური ჭორი იმის შესახებ, რომ დავით ქაცარავა გადაღებებზე დადიოდა რუსეთში, არ შეესაბამება სინამდვილეს, ყველა პროექტი სომხეთშია განხორციელებული, ვწუხვარ, რომ ასეთ ადამიანს ასე სასტიკად მოექცნენ“ – პროდიუსერის განცხადება