ბაიდენი ამბობს, რომ ნეთანიაჰუს ღაზისადმი მიდგომა “შეცდომაა”

ს პრემიერ-მინისტრის, ს ღაზის ომისადმი მიდგომა “შეცდომაა”, თქვა სამშაბათს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.
“მე ვფიქრობ, რომ ის შეცდომას უშვებს. მის მიდგომას არ ვეთანხმები”,- თქვა ბაიდენმა “უნივიზიონთან”, ამერიკაში არსებულ ესპანურენოვან ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს.
პრეზიდენტმა ბაიდენმა აქამდეც რამდენჯერმე გაააკრიტიკა ისრაელის საომარი ტაქტიკა და როგორც თავად უწოდებს “განურჩეველი” დაბომბვები.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ გასულ კვირას, მას შემდეგ, რაც “მსოფლიო სამზარეულოს” თანამშრომლების სიკვდილის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ბაიდენსა და ნეთანიაჰუს შორის მორიგი სატელეფონო საუბარი შედგა.
„რასაც მე მოვუწოდებ [ნეთანიაჰუს მთავრობას] ისაა, რომ ისრაელმა უბრალოდ ცეცხლი შეწყვიტოს და მომდევნო ექვსი, რვა კვირის განმავლობაში ქვეყანაში სრულად დაუშვან საკვებისა და მედიკამენტების თავისუფლად შეტანა“, – თქვა ბაიდენმა ინტერვიუში.
ისრაელის ტაქტიკა ღაზაში ომისადმი, საერთაშორისო განხილვის თემა გახდა. თუმცა, პრემიერ ნეთანიაჰუს გარდა, ამერიკაში პრეზიდენტ ბაიდენსაც აკრიტიკებენ სწორედ ისრაელისადმი პოლიტიკის გამო. ომის მოწინააღმდეგები, მუსლიმი და არაბი ამერიკელები, რომლებიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვენ, ამბობენ, რომ ამერიკამ უნდა შეწყვიტოს ისრაელისთვის იარაღის მიწოდება.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ისრაელმა ამერიკისგან იმაზე მეტი საგარეო დახმარება მიიღო, ვიდრე – ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ. თუმცა ყოველწლიური დახმარება, ბოლო ორი წლის განმავლობაში შედარებით შემცირდა ში გაგზავნილი დაფინანსებისა და სამხედრო აღჭურვილობის გამო.
ასევე, ტრადიციულად, შეერთებული შტატები იცავდა ისრაელს გაეროს უშიშროების საბჭოში. მან ვეტო დაადო სამი რეზოლუციის პროექტს ღაზის ომის შესახებ. თუმცა, სულ ბოლო კენჭისყრაზე, რომელიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას ითხოვდა, გასულ თვეს, ამერიკამ კენჭისყრაში მონაწილეობის, ან ვეტოს დადებისგან თავი შეიკავა.
ისრაელმა ღაზაში ომი “ჰამასის” მიერ 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ წამოიწყო, რომელსაც, ისრაელის თქმით, 1 200 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ხოლო ისრაელის მიერ საპასუხო ომს, პალესტინელი ოფიციალური პირების თქმით, ღაზაში 33 000 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა. გარდა ამისა, ომის გამო, იძულებით სახლების დატოვება მოუწია 2.3 მილიონ ადამიანს. ანკლავში მცხოვრებთ უმძიმესი ჰუმანიტარული მდგომარეობა აქვთ. სექტორში სურსათისა და მედიკამენტების მწვავე დეიფიციტია. ქვეყნების ნაწილი, ისრაელს პალესტინელების გენოციდში ადანაშაულებს, რასაც ისრაელი უარყოფს.

ასევე დაგაინტერესებთ