ბაიდენის თქმით, ტრამპის გამო, სენატში შეიძლება ჩაიშალოს შეთანხმება, რომელიც უკრაინის ფინანსურ დახმარებასაც ითვალისწინებს

6 თებერვალს სიტყვით გამოსვლისას -ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს სენატის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტის მიღებისკენ მოუწოდა, რომელიც უკრაინისთვის ჯამში დაახლოებით 60 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.

დოკუმენტი მოიცავს მიგრაციის მკაცრ კონტროლს შეერთებულ შტატებში. ბაიდენმა რეფორმას უწოდა “ყველაზე პატიოსანი და ჰუმანური რეფორმა დიდი ხნის განმავლობაში” და აღნიშნა, რომ ის აძლიერებს ამერიკის საზღვრებს. გარდა ამისა, შეთანხმების პროექტი სა და ტაივანის სამხედრო დახმარებასაც ითვალისწინებს.
პრეზიდენტის თქმით, ორპარტიული კანონპროექტი მისი წინამორბედის, ს მიერ დეპუტატებზე განხორციელებული პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ იშლება. “ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს კანონპროექტი განსახილველად სენატსაც კი არ წარედგინება. რატომ? მარტივი მიზეზის, დონალდ ტრამპის გამო”, – განაცხადა ბაიდენმა.
5 თებერვალს აშშ-ის სენატი ორპარტიულ კანონპროექტზე შეთანხმდა, რომელზეც ბაიდენი საუბრობს. თეთრი სახლის წარმომადგენლები სენატორებთან უკვე რამდენიმე თვეა მუშაობენ, რათა კანონის მომზადებაში კომპრომისს მიაღწიონ. რესპუბლიკელებმა მოითხოვეს, რომ მასში შესულიყო დებულებები მიგრაციის კანონმდებლობის მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ.
წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა ლიდერებმა გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადეს, რომ ტექსტში შეთანხმებული ზომები არასაკმარისი იყო და კანონპროექტი უარყოფილი იქნებოდა. ტექსტის გამოქვეყნების შემდეგ, რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა კანონპროექტს “მკვდრადშობილი” უწოდა.
“ეს ტექსტი კიდევ უფრო უარესია, ვიდრე ველოდით”, – დაწერა მან სოციალურ ქსელ X- ში. რესპუბლიკელებმა წარმომადგენელთა პალატაში განაცხადეს, რომ კენჭისყრაზე დააყენებენ კანონპროექტს, რომელიც დახმარებას მხოლოდ ისრაელს გაუწევს. თეთრმა სახლმა პირობა დადო, რომ პრეზიდენტი მას ვეტოს დაადებს.”

ასევე დაგაინტერესებთ

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის