ბაიდენის თქმით, აშშ უკრაინას იარაღს “ამ კვირაში” გაუგზავნის

ამერიკული სამხედრო დახმარება, რომელიც ბოლო პაკეტის ფარგლებში ახლახან გამოცხადდა ვაშინგტონში, “ამ კვირაში წავა ში “, – განაცხადა -ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
სოციალურ ქსელ Х-ში გამოქვეყნებულ ცნობაში ბაიდენმა გაიხსენა, რომ 24 აპრილს მან მიიღო კონგრესის მიერ დამტკიცებული უკრაინის მხარდაჭერის დაფინანსების შესახებ კანონპროექტი, რომელსაც ხელი იმავე დღეს მოაწერა.
“ამ კვირაში ჩვენ ვგზავნით იარაღს და აღჭურვილობას უკრაინაში, რადგან ის იცავს თავს რუსული დარტყმებისგან”, – წერს ბაიდენი.
მანამდე, ამერიკულმა გამოცემა Politico-მ ორ უსახელო ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები ემზადება დადოს კონტრაქტები უკრაინული ძალებისთვის 6 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდების შესახებ.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონპროექტს უკრაინის, სა და ტაივანისთვის 96 მლრდ დოლარის სამხედრო დახმარების აღმოჩენის შესახებ. უკრაინის დახმარებისთვის განკუთვნილია 61 მილიარდი დოლარი. კანონპროექტის ხელმოწერის შემდეგ ბაიდენმა თქვა, რომ უკრაინას დახმარება უკვე რამდენიმე საათში გაეგზავნება.

მანამდე დოკუმენტი აშშ-ის სენატმა დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 79-მა სენატორმა, 18 წინააღმდეგი იყო.
თეთრ სახლთან დაახლოებული წყაროების თქმით სამხედრო დახმარების ახალ 61-მილიარდიან პაკეტშიც შევა ATACMS-ის ტიპის რაკეტები, რომელთაც 300 კილომეტრამდე მოქმედების რადიუსი აქვთ.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: სჯობს, საქართველომ დაკარგოს მთავრობა, ვიდრე სტატუსი – ხალხს უნდა მიეცეს საშუალება მშვიდად შეცვალოს მთავრობა და გააგრძელოს ევროპული განვითარება და არა ის, რომ სტატუსი ჩამოგვართვან ან ვიზალიბერალიზაცია შეგვიწყვიტონ