ბაიდენის ადმინისტრაცია ოპერაცია “არქტიკული ყინვის” დროს უთვალთვალებდა სენატორებს, კონგრესმენებს და მათ ზარებსაც კი იწერდა- უნდა დაისაჯონ

ბაიდენის ადმინისტრაცია ოპერაცია “არქტიკული ყინვის” დროს უთვალთვალებდა სენატორებს, კონგრესმენებს და მათ ზარებსაც კი იწერდა- უნდა დაისაჯონ
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ გავრცელებული ინფორმაციით ბაიდენის ადმინისტრაციიდან ხელი მოაწერეს ოპერაციას „არქტიკული ყინვა“. როგორც ტრამპი აღნიშნავს, ისინი უთვალთვალებდნენ სენატორებს, კონგრესის წევრებს და მათ ზარებსაც კი იწერდნენ. პრეზიდენტ ტრამპის თქმით, რადიკალურმა მემარცხენე შეშლილებმა პასუხი უნდა აგონ თავიანთი უკანონო და უაღრესად არაეთიკური ქცევისათვის.
“ახლახან გავრველდა ინფორმაცია, რომ მიღებული დოკუმენტები ნათლად აჩვენებს, რომ კრისტოფერ რეიმ, შეშლილმა ჯეკ სმიტმა, მერიკ გარლანდმა, ლიზა მონაკომ და სხვა თაღლითმა ნაძირალებმა ბაიდენის წარუმატებელი ადმინისტრაციიდან ხელი მოაწერეს ოპერაციას „არქტიკული ყინვა“. ისინი უთვალთვალებდნენ სენატორებს და კონგრესის წევრებს და მათ ზარებსაც კი იწერდნენ. მათ მოიპარეს და გააყალბეს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები. ამ რადიკალურმა მემარცხენე შეშლილებმა პასუხი უნდა აგონ თავიანთი უკანონო და უაღრესად არაეთიკური ქცევისათვის!”- წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს