ბაიდენის ადმინისტრაციამ უსაფრთხოების სფეროში უკრაინისათვის დამატებითი სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადა

9 იანვარს -ის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში უკრაინისათვის ახალი დახმარების შესახებ, რომლის ღირებულებაც 500 მილიონ დოლარად არის შეფასებული. როგორც ოფიციალურ ცნობაშია ნათქვამი, ამ დახმარებამ, რომლის ინიციატორი აშშ-ის პრეზიდენტი, ა, უნდა დააკმაყოფილოს უკრაინის მზარდი მოთხოვნები და რაც შეიძლება უკეთეს მდგომარეობაში უნდა ჩააყენოს .
უკრაინისათვის განკუთვნილი ახალი დახმარება მოიცავს შემდეგ შესაძლებლობებს:
· საჰაერო თავდაცვის AIM-7, RIM-7 და AIM-9M რაკეტებს;
· “მიწა-ჰაერის” კლასის საბრძოლო მასალას;
· გამანადგურებელი თვითმფრინავების F-16-ის დამხმარე აღჭურვილობას;
· დაჯავშნული ხიდების აგების სისტემებსა და სხვა შეიარაღებას და ტექნიკას.
ამ დახმარების გამოცხადების ფონია რამშტიინში (გერმანია) დაწყებული საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა, ე.წ. რამშტაინის ფორმატში. შეხვედრამ, თავდაცვის მინისტრებისა და სამხედრო მეთაურების დონეზე უნდა განიხილოს უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის სტრატეგია რუსული აგრესიის მოგერიებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას