ბაიდენის ადმინისტრაციამ ისრაელისთვის $8 მილიარდის ღირებულების იარაღის მიყიდვის შესახებ შეთანხმება დადო – მედია

-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს “არაფორმალურად” აცნობა ისრაელისთვის 8 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღების გადაცემის შესახებ შეთანხმების თაობაზე. მედიის ცნობით, შეთანხმება, სხვა იარაღთან ერთად, მოიცავს რეაქტიული თვითმფრინავების, შვეულმფრენებისა და საარტილერიო ჭურვების გაგზავნას.
Axios-ი წერს, რომ ეს იქნება ისრაელისთვის იარაღის მიყიდვის ბოლო შემთხვევა, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაცია დაამტკიცებს.
მედიასაშუალების წყაროს ცნობით, საქმე ეხება გრძელვადიან შეთანხმებას – საბრძოლო მასალის გარკვეული ნაწილი ისრაელს შეიძლება მიეწოდოს შეერთებული შტატების ამჟამინდელი მარაგით, მაგრამ დიდი ნაწილის გაგზავნას ერთი ან მეტი წელი დასჭირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს – მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელმა პირად ავტომობილში, საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა