ბაია პატარაია, ელისო ამირეჯიბი, ნატო შავლაყაძე, ანა არგანაშვილი და თამუნა მუსერიძე პრეზიდენტმა ღირსების მედლებით დააჯილდოვა

ბაია პატარაია, ელისო ამირეჯიბი, ნატო შავლაყაძე, ანა არგანაშვილი და პრეზიდენტმა ღირსების მედლებით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხუთი უფლებადამცველი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა.
დაჯილდოვდნენ: ორგანიზაცია ,,საფარის” თანადამფუძნებელი ბაბუცა (ბაია) პატარაია,
უფლებადამცველი ანა არგანაშვილი, ,,ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის” დამფუძნებლები: ელისო ამირეჯიბი და ნატო შავლაყაძე და ორგანიზაცია ,,ვეძებ” დამფუძნებელი თამარ მუსერიძე.
საქართველოს პრეზიდენტმა ადვოკატი, ორგანიზაცია ,,საფარის” თანადამფუძნებელი ბაბუცა პატარაია დააჯილდოვა ქალთა უფლებების დაცვისა ქალთა გაძლიერების, გენდერის ნიშნი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის, არაძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობისათვის.
ანა არგანაშვილი დაჯილდოვდა ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა უფლებების დაცვის, ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის.
,,ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის” დამფუძნებლებს: ელისო ამირეჯიბს და ნატო შავლაყაძეს სახელმწიფო ჯილდო გადაეცათ გენდერის ნიშნით ძალადობის მსხვერპლ ქალთა დაცვის, მათ სოციალურ ინტეგრაციასა და ეკონომიკურ გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში სისტემური ცვლილებების ადვოკატირებისა და ადამიანური რესურსის განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ძალისხმევისათვის.
პრეზიდენტმა თამარ მუსერიძე დააჯილდოვა განსაკუთრებული სამოქალაქო ინიციატივისა და პასუხისმგებლობისათვის, პირადული გამბედაობისა და გამორჩეული საზოგადოებრივი საქმიანობისათვის.
დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა და პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდოები უფლებადამცველებს პირადად გადასცა.

ასევე დაგაინტერესებთ

გარდა იმისა, რომ ეს ცვლილებები თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ეხება, რამდენად აუცილებელი და სავალდებულო ამ ცვლილებების მიღება ევროკავშირში წევრობის პერსპექტივის თვალსაზრისით?

მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება მუდმივად დადებითად აირეკლება ეკონომიკაში, მოქალაქეთა ცხოვრებაში, იზიდავს უცხოურ ინვესტიციებს, უფრო გვაახლოებს ქართველთა სანუკვარ იდეასთან – გამთლიანებასთან

მისასალმებელია, თუ ევროკავშირი გარედან შემოსული ფულის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, როდესაც ჩვენს არჩევნებში გარედან დაფინანსებული ორგანიზაციები ხან პარალელური დათვლის შედეგებს გვიყალბებენ, ხან ხელისუფლებას არჩევნების ფალსიფიკაციას აბრალებენ?!