ბაია კვიციანი კოპენჰაგენის სპეციალურ სკოლას ეწვია

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი კოპენჰაგენში, სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის განკუთვნილ სკოლას ესტუმრა.

ვიზიტის ფარგლებში, ბაია კვიციანი სასწავლო პროცესს გაეცნო და სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათგან მიიღო ინფორმაცია მასწავლებლის გადამზადების პროცედურებსა და სასწავლო პროცესში ინდივიდუალურ მიდგომებთან დაკავშირებით.

სკოლის ხელმძღვანელმა პირებმა დელეგაციის წარმომადგენლებს ასევე გაუზიარეს ინფორმაცია სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა სოციალიზაციასა და მათი დამოუკიდებელი ცხოვრების მზადებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

ბაია კვიციანის განცხადებით, კომიტეტისთვის პრიორიტეტულია ინკლუზიური განათლება, რაც გამოიხატება იმაში, რომ ამჟამად მიმდინარე ექვსივე თემატური მოკვლევა ითვალისწინებს ინკლუზიასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლას. მისივე თქმით, დანიაში ვიზიტის ფარგლებში მიღებული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზოგადი განათლების მიმართულებით მიმდინარე თემატური მოკვლევისთვის, რომლის მიზანია, მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე მათი სოციალური და ემოციური მდგომარეობის გავლენის შეფასება და არსებული მხარდამჭერი მექანიზმების ეფექტიანობის შესწავლა.

ასევე დაგაინტერესებთ

ცხოველზე ძალადობისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, თელავში ძაღლი პნევმატური იარაღით მოკლა – დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სალომე სამადაშვილი – ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობსო, პუტინს უთქვამს და აბა ხომ არ ტყუისო, ამოიქოქა „ქოც-რუსული“ პროპაგანდა, პუტინი 20 წელია რევანშის მოწყობას ცდილობს დასავლეთისთვის – რევანში საქართველოში არც ივანიშვილის ხელით გამოუვა