ბაია კვიციანი განათლების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი ბაია კვიციანი განათლების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
პრემიერ-მინისტრის შესაბამისი ბრძანება მთავრობის ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეებად ასევე დაინიშნნენ ანა მღებრიშვილი და გიორგი მოდებაძე.
ბაია კვიციანი დეპუტატი 2021 წელს, ადგილმონაცვლეობის პრინციპით გახდა, მას შემდეგ, რაც მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა და პარლამენტი დატოვა.
მანამდე ბაია კვიციანი იყო დედის, ნანა შუკვანის მიერ დაფუძნებული „დალოოდის” ბრენდის მენეჯერი.
ბაია კვიციანი 2024 წლის საპარლამენტო ს „ქართული ოცნების“ სიაში აღარ ფიგურირებს.