ბათუმში 2025 წელს Holiday Inn Resort გაიხსნება

საქართველოში პირველი Holiday Inn Resort ბათუმში გაიხსნება. მსოფლიო ბრენდი დეველოპერულ კომპანია “ლაიქ ჰაუსის” პროექტ Bluesky Tower-ში შედის.
200 მლნ ლარიანი პროექტი ორი ბლოკისგან შედგება. A ბლოკში ბრენდის 150 ნომერი და საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობილი 795 მაღალი კლასის საინვესტიციო აპარტამენტი შეემატება, კომპლექსის B ბლოკში კი რეზიდენციები განთავსდება. ამის შესახებ HSC Group-ის დირექტორმა გიორგი დოლიძემ „უძრავი ქონების პროსპექტში“ ისაუბრა.
„ჯერჯერობით, საქართველოში გვაქვს Holiday Inn და Holiday Inn Express, მაგრამ Holiday Inn Resort აქამდე არ გახსნილა. Holiday Inn არის ერთი ნაბიჯით უფრო მაღალი კლასის სასტუმრო Express-თან შედარებით, უტოლდება უფრო ბიზნესს კლასის ობიექტებს, ხოლო Resort ეს არის 5-ვარსკვლავიანი ტიპის ობიექტი, სადაც წარმოდგენილია არასტანდარტულად დიდი სივრცეები, სარეკრეაციო ზონები, დიდი მასშტაბის აუზი, საკონფერენციო დარბაზები, გასართობი ზონები, მრავალფეროვანი რესტორნების არჩევანი და ა.შ.
ის იქნება ჩვენი ქვეყნისთვის პირველი, მასში იქნება განთავსებული 150 სხვადასხვა ტიპის ნომერი, 38-სართულიან შენობაში ის იქნება პირველიდან 10 სართულამდე. იქნება რეზორტული ტიპის დახურული აუზი, სატრენაჟორო სივრცე, საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, სამუშაო სივრცეები და ა.შ. ამასთანავე A ბლოკში იქნება განთავსებული ამავე სტანდარტებზე აწყობილი 795 აპარტამენტი, რომელიც გამიზნულია საინვესტიციოდ. რაც შეეხება B ბლოკს, აქ იქნება 1300 სხვადასხვა ტიპის საცხოვრებელი აპარტამენტები და ამ ერთიანი კომპლექსის პრინციპით მცხოვრებლებსაც და სტუმრებსაც შეეძლებათ ბრენდის სხვადასხვა სერვისით ისარგებლონ.

ასევე დაგაინტერესებთ