,,ბათუმში ჯგუფურად თავს დაესხნენ გიორგი გახარიას… ის კლინიკაშია გადაყვანილი” – გელა მთივლიშვილი

ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელში გიორგი გახარიაზე თავდასხმის ინფორმაციასა და ფოტოებს აქვეყნებს:
,,რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში, “შერატონში”, რუსული რეჟიმის არალეგიტიმური პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები ჯგუფურად თავს დაესხნენ გიორგი გახარიას – ყოფილ პრემიერს, მანამდე ჩვენს მეგობარს, რომელიც ამავე სასტუმროში იყო დაბინავებული. გახარია კლინიკაშია გადაყვანილი.“
ფაქტა გახარიას პარტიაში ადასტურებენ. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }