ბათუმში “ქართულმა ოცნებამ” მიიღო 45 631 ხმა, ჯამში ოთხივე პარტიას მოვუგეთ დაახლოებით 6 000 ხმით – ირაკლი ჭეიშვილი

“ქართული ოცნების” აჭარის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი ჭეიშვილი, “ქართული ოცნების” გამარჯვებასთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებზე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
როგორც ჭეიშვილი აღნიშნავს, ბათუმში “ქართულმა ოცნებამ” მიიღო 45 631 ხმა, ჯამში ოთხივე ოპოზიციურ პარტიას დაახლოებით 6 000 ხმით, ხოლო მეორე ადგილზე მყოფ “ნაციონალურ მოძრაობას” 33 700 ხმით მოუგო.
მისი თქმით, ამ მონაცემების ნახვის შემდეგ, არჩევნების გაყალბებაზე საუბარი უნამუსობაა.
“ბათუმში “ქართულმა ოცნებამ” მიიღო 45 631 ხმა. პარლამენტში შესულმა ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ ჯამში მიიღო 39 859 ხმა.
ჯამში ოთხივე პარტიას მოვუგეთ დაახლოებით 6 000 ხმით. რაც შეეხება მეორე ადგილზე მყოფ პარტიას, “ნაციონალურ მოძრაობას” მოვუგეთ 33 700 ხმით. ამის შემდეგ რომ იტყვით გაყალბდაო, უნამუსო უნდა იყო ადამიანი. სინდისი გეყოთ და აღიარეთ შედეგები.” – წერს ირაკლი ჭეიშვილი Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა