ბათუმში სტუდენტები ლოზუნგით – „საქართველო ჩვენია, რუსეთი მტერია“ მსვლელობას მართავენ

„საქართველო ჩვენია, მტერია“ , – ამ შეძახილებით ბათუმში სტუდენტები მსვლელობას აწყობენ.

ახალგაზრდები თანატოლებს მოუწოდებენ, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდნენ.

“ევროპის მოედანზე ვიმყოფებოდით, ახლა მსვლელობას ვაწყობთ, რომ ყველას გავაგონოთ ჩვენი პროტესტის ხმა. ხალხო ძალიან საშიში პროცესებია, ხელისუფლება პირდაპირ, საქართველოს რუსეთის გზაზე აყენებს. ჩვენი თაობა, რომელიც თავისუფლებაში დაიბადა, საქართველოს გარუსებას არ დაუშვებს, სწორედ ეს კანონი საქართველოს ნათელ მომავალს წაართმევს”, – ამბობენ აქციის მონაწილეები.

ასევე დაგაინტერესებთ